Menu Close

დიდებული წანდილის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები ბაზისთვის

  • 300 გრ. ბულგური
  • 100 გრ. ქიშმიში
  • 100 გრ. შაქარი
  • 100 გრ ყოჩაღი ნუშის პასტა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩ.კ ნატურალური ვანილის პასტა ან 1/2 ვანილის ჩხირი
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • მწიკვი მიხაკი და მუსკატის კაკალი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 5 კვერცხის გული
  • 1 ჭ. შაქარი
  • 1 ს.კ. ნატურალური ვანლისი პასტა ან ½ ვანილის ჩხირი
  • 600 გრ კრემ ყველი
  • 200 გრ მაღალცხიმიანი არაჟანი 

წანდილის ჩიზქეიქის მოსამზადებლად ოთხი ეტაპია გასავლელი: ბაზის მომზადება, კრემის მომზადება, გამოცხობა და დასვენება.

ჩიზქეიქის ბაზის მოსამზადებლად:

  • ქიშმიში დაალბეთ წყალში 2-3 საათის განმავლობაში. გადაწურეთ.
  • მომზადების წესი: ბულგური მოხარშეთ მარილიან წყალში დარბილებამდე. გადაწურეთ.
  • ცხელ ბულგურს დაამატეთ შაქარი, ვანილი, სუნელები, ნუშის პასტა და ქიშმიში
  • 26 სანტიმეტრიან ყალიბს წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ბულგურის მასა. დატკეპნეთ და შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.

ჩიზქეიქის კრემის მოსამზადებლად:

შაქარი და კვერცხის გულები ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ ვანილი, კრემ ყველი და არაჟანი.

გამოცხობა და დასვენება:

ჩიზქეიქის ბაზას ფრთხილად დაასხით კრემი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის მანძილზე. თუ გსურთ ჩიზქეიქი განსაკუთრებით ხავერდოვანი გამოვიდეს, ყალიბი ტყვიის წყალგაუმტარი ქაღალდით შეფუთეთ. ღუმელში, საცხობ დაფაზე 2-3 ჭიქა წყალი დაასხით და ყალიბი წყლის აბაზანაში მოათავსეთ.

გამომცხვარი ჩიზქეიქი ღუმელში გააცივეთ და მირთმევამდე მაცივარში 6-12 საათის განმავლობაში დაასვენეთ.